ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, "თავისუფალი დემოკრატების" წევრ გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", შექმნის პირველივე დღიდან, ხელისუფლების მხრიდან სტაციონალურ მდგომარეობაში ფსიქიატრიული ანალიზის ობიექტს წარმოადგენდა.
"გეთანხმებით, რომ აუცილებელია მულტიპარტიული დემოკრატია და პარლამენტში მოსახვედრად შესაბამისი ხმების მოპოვება, მაგრამ ეს ყველაფერი სამართლიანობაზე და კანონის უზენაესობაზე უნდა გადიოდეს. იმასი, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150 დეპუტატამდე 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად შემცირდა, ეჭვი არავის ეპარება და ამ მიმართულებით საკითხი რეფერენდუმითვე უნდა გადაწყდეს, მაგრამ თქვენ რეფენდუმს ვერ ჩაატარებთ, რადგან დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის თაობაზე სარეფედენდუმო კითხვა ჩასავარდნად არის განწირული", - განაცხადა ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ პატიოსნად ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის შნო და ლაზათი კი "ქრისტიან-დემოკრატებს" არ გააჩნიათ.