ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგის" ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, "სოკარის" საწვავი მაღალი ხარისხისაა. ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგი" კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული ბენზინისა (რეგულარი) და დიზელის საწვავის ხარისხობრივ შემოწმებასა და სერტიფიცირებას აგრძელებს.
"მიმდინარე თვეში სინჯების აღება მოხდა შერჩევის წესით რამოდენიმე ავტო გასამართი სადგურიდან როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორივე პროდუქტი შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე პროდუქტი საკმაოდ კარგი ხარისხისაა, რაც განპირობებულია მისი ფიზიკურ-ეკოლოგიური მახასიათებლების დადებითი მაჩვენებლებით"- განმარტავს ვახტანგ იობაშვილი.
მისივე ინფორმაციით, კერძოდ, ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული რეგულარის ტიპის ბენზინის შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი ფიზიკურ-ეკოლოგიური მახასიათებლები: ოქტანური რიცხვი რეალურად შეადგენს 93.0 - 93,1 ერთეულს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არანაკლებ 91 ერთეულისა); ტყვიის შემცველობა მასში ფაქტიურად არ არის - 0,0010 - 0.0014 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით - უნდა იყოს არა უმეტეს 0,013 ერთეულისა); არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი შეადგენს 28 - 36 პროცენტს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 45 პროცენტისა); ბენზოლის მოცულობითი წილი არის 0.90 - 1.0 პროცენტამდე (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 5 პროცენტისა); გოგირდის შემცველობა არის 130 -159 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 500 ერთეულისა).