ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში MICE ტურიზმთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოფანა EIBTM-ში აჭარაც იყო წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბარსელონაში EIBTM- ის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდის მიმართ დიდი ყურადღება და დაინტერესება გამოიჩინეს. ბოლო წლებში განხორციელებული  ინფრასტრუქტურული ცვლილებები, ახალი სასტუმროებისა და საკონფერენციო დარბაზების მშენებლობა ცხადყოფს რეგიონის მზადყოფნას MICE ტურიზმის განსავითარებლად.  მსოფლიო ბრენდების სასტუმროები- Radisson, Marriott, Sheraton, უკვე არა ერთ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობენ, მომავალში კი  მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები