სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთის საარსებო პირობები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
"ყოველივე გვკარნახობს, რომ ჩვენი ურთიერთობა უნდა იყოს მშვიდი და თანასწორი. დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ურთიერთობას. თუკი სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა 20 პროცენტით გაიზარდა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მიგვაჩნია, რომ ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია როგორც სომხეთისთვის, ისე საქართველოსთვის. როდესაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებს მოვაგვარებთ, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობა, ეკონომიკური და აკადემიური ინტეგრაციის თვალსაზრისით, კიდევ უფრო მაღალ საფეხურს მიაღწევს", - აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.