საქართველოს პრემიერმინისტრი ნიკა გილაური განცხადებით წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3100 დოლარი იქნება. 
ეს განცხადება ნიკა გილაურმა დღეს პარლამენტში გამართული პოლიტიკური დებატებისას გააკეთა. 
გილაურის თქმით, მშპ-ს მაჩვენებელი საქართველოსთვის საუკეთესოა და ამის მიღწევა სწორედ ხელისუფლების დამსახურებაა.  
"ეს არ არის მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. 2003 წელს მშპ 900 დოლარი იყო და ამ 8 წლის განმავლობაში 3-ჯერ და მეტჯერ გაიზარდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და უახლოეს 4-5 წელში საქართველო განვითარებადი ქვეყნის უფრო მაღალ ეტაპზე გადავა," - აცხადებს ნიკა გილაური.  A