პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მტკიცებით, ქვეყანა 100-დოლარიან საპენსიო პაკეტს ძალიან მიუახლოვდა.  ეს განცხადება პრემიერმა  პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა. 
ნიკა გილაურმა ის პერიოდი გაიხსენა, როცა პენსიონერი ყოველთვიურად მხოლოდ 14 ლარს იღებდა. 
"14-ლარიანი პენსიიდან 140-ლარიან საპენსიო პაკეტამდე მივედით. მომავალი წლის სექტემბრიდან 140-ლარიან საპენსიო პაკეტს 67 წელს ზემოთ მყოფი ყველა ასაკით პენსიონერი მიიღებს. ეს 100-დოლარიანი პენსიისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. 100 დოლარის პენსიასთან ძალიან ახლოს ვართ", -- აღნიშნა ნიკა გილაურმა.