დღეს, 25 ნოემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურს ელოდებიან. გილაური პოლიტიკურ დებატებში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის თავმდჯომარის, დავით ბაქრაძის განმარტებით, პრემიერი მზადაა, პარასკევს პარლამენტში დებატებში მონაწილეობა მიიღოს და მასთან ერთად მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც მივიდნენ.
გილაური პარლამენტში მთავრობის 10-პუნქტიან გეგმასთან დაკავშირებით გააკეთებს მოხსენებას.
პოლიტიკური დებატების გამართვა "ქრისტიან დემოკრატებმა" მოითხოვეს.