პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, უმრავლესობის წევრმა გიორგი გოდაბრელიძემ ოპოზიცია გააკრიტიკა.
"სემინარის ჩატარებაა საჭირო ბიუჯეტთან და სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურასთან, მთავრობის ფუნქციებთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდება ბიუჯეტში თანხების ასახვა", - განაცხადა გოდაბრელიძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვს, ბიუჯეტში ჩაიწეროს სასამართლო გადაწყვეტილებებისთვის საჭირო თანხები, თუმცა ამისთვის, სააღსრულებლო ბიურო არსებობს.
გოდაბრელიძის განცხადებით, ოპოზიცია ითხოვს, რომ ბიუჯეტში ჩაიწეროს იმის შესახებ, რომ ~გლეხებს ფულს არ გამოვართმევთ".
გოდაბრელიძემ დასძინა, რომ ბიუჯეტში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია.