შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ოპოზიციას დღეს "ლიბერთი ბანკისთვის" მიმართვა ურჩია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ოპოზიცია "ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიონერებზე გაცემული სესხების მაღალი პროცენტით დაინტერესდა.
პარლამენტში, სამთავრობო საათზე გამოსვლისას, ანდრია ურუშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მისთვის გაგზავნილი კითხვა, "ლიბერთი ბანკსა" და კლიენტებს შორის ურთიერთობას ეხება და მას საპენსიო ადმინისტრაციასთან კავშირი არ აქვს.
ურუშაძემ ოპოზიციას ურჩია, რომ კარგი იქნება, თუ ამ კითხვით ოპოზიცია "ლიბერთი ბანკს" მიმართავს.