ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის~ ხელმძღვანელთა გამოსვლებს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ისმენდა
რეგლამენტის თანახმად, ფრაქციას ერთი სესიის მანძილზე ნებისმიერი განცხადებისათვის 30 წუთიანი გამოსვლა შეუძლია, რაც ფრაქციამ დღეს გამოიყენა.
საბიუჯეტო ცვლილებების განხილვის შემდეგ, სამთავრობო საათის დაწყებამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მათ 30 წუთი დაუთმო.
ცაგარეიშვილის მწვავე პოლიტიკური გამოსვლის დაწყებისთანავე დარბაზი დატოვეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა.
ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენლების გამოსვლებს დარბაზში მათ გარდა მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდა, რისთვისაც ,,ერთობა სამართლიანობისათვის~ წევრებმა დავით ბაქრაძეს მადლობა გადაუხადეს.
30 წუთის განმავლობაში დარბაზში მხოლოდ "ერთობა სამართლიანობისათვის" - თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი და წევრები: ჯონდო ბაღათურია, პეტრე მამრაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე და თამაზ დიასამიძე იმყოფებოდნენ. პოლიტიკური განცხადებები ცაგარეიშვილმა, ლორთქიფანიძემ და ბაღათურიამ გააკეთეს. მათი გამოსვლები უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა ბოიკოტის ნიშნად დატოვეს, რასაც ჯონდო ბაღათურიამ "სამარხცვინო და საკუთარი ხალხისათვის გამოცხადებული პროტესტი" უწოდა.