პარლამენტი საკუთარ ბიუჯეტს იმცირებს და მოკლებულ თანხებს ცენტრალურ ბიუჯეტში აგზავნის.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების შედეგად პარლამენტის ბიუჯეტის 5,5 მილიონით ლარით შემცირება და მისი ოდენობის 28,5 მილიონით განსაზღვრა გადაწყვიტა.
~აღნიშნული თანხა იმ პროგრამებისკენ გადამისამართდება, რომელიც დასაქმებასა და ჯანდაცვის ხელმისწვდომობას შეუწყობს ხელს~ - აღნიშნა მელიქიშვილმა.