პარლამენტის პლენარულს ხოდმაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, უმრავლესობის წევრმა გიორგი გოდაბრელიძემ ოპოზიცია გააკრიტიკა.
"სემინარია საჭირო ბიუჯეტთან და სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურასთან, მთავრობის ფუნქციებთან, თუ როგორ ხდება ბიუჯეტში თანხების ასახვა" - განაცხადა გოდაბრელიძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვს ბიუჯეტში ჩაიწეროს სასამართლო გადაწყვეტილებებისთვის საჭირო თანხები, თუმცა ამისთვის, სააღსრულებლო ბიურო არსებობს და ა.შ.
გოდაბრელიძის განცხადებით, ოპოზიცია ითხოვს რომ ბიუჯეტში ჩაიწეროს იმის შესახებ, რომ ~გლეხებს ფულს არ გამოვართმევთ".
გოდაბრელიძემ დასძინა, რომ ბიუჯეტში მსგავსი ჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია.