პარტია ~თავისუფალი დემოკრატების~ წევრი, ფრაქცია ~ერთობა სამართლიანობისთვის~ თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი ხელისუფლებას ოპოზიციისთვის უნიჭო შავი პიარის აგორებაში ადანაშაულებს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ცაგარეიშვილმა განაცხადა, ამ დღეებში მასობრივი ინფორმაციის საშულებებით "თავისფალი დემოკრატების" მიმართ შავი პიარი გორდებოდა, თავად კი, როგორც "თავისუფალი დემოკრატების" გამგეობის წევრი, პარლამენტის ტრიბუნიდან აცხადებს, რომ "თავისუფალი დემოკრატების" არჩევანი თავისუფალი ევროპაა და საქართველოს ინტეგრირება ევროატლანტიკურ სივრცეში.
"თავისუფალი დემოკრატები აღიარებენ და ხაზს უსვამენ მათ შორის თქვენთან ერთად, რომ ჩვენი მიწების 20% არის ოკუპირებული რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, ვაღიარებთ, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდევნილია საკუთარი მიწა-წყლიდან და დღეს რუსული ჩექმაა როგორც სამაჩაბლოში, ახალგორში, ისე ე.წ. ზემო აფხაზეთში - დალის ხეობაში" - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას თითიდან გამოწოვილ ბრალდებებს და ~უნიჭოდ დადგმულ შავ პიარს, რასაც ხელისუფლება "თავისფალი დემოკრატების" და სხვა ოპოზიციის მიმართ, მართული მედიასაშულებების საშუალებით ასრულებს.
ცაგარეიშვილის თქმით, ხელისუფლება "თავისფალი დემოკრატებისგან" მტრის ხატის შექმნას, ვერ შეძლებს.
"ოპოზიციის მიმართ თქვენ ამას ცდილობთ 2007 წლის 7 ნოემბრიდან. გინდოდათ დაგებრალებინათ რომ ვიყავით ფეესბეშნიკები, კაგებეშნიკები, გერეუშნიკები და რამის ნიკოლოზ მეორის ოხრანკამდე ჩახვედით. არ გამოგივათ ეს, რადგან თუ თქვენ გიძგერთ გული ქართული, ისევე მიძგერს მე და არა ნაკლებ თქვენზე", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.