ENG / RUS       12+

Foreign Policy: აშშ წყვეტს რუსეთთან ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების შესრულებს

დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთთან მიმართებაში ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (CFE) შესახებ ხელშეკრულების შესრულებას იმის პასუხად, რომ 2007 წლიდან რუსეთი ამ შეთანხმების შესრულებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ სტატიაში Foreign Policy წერს.

„CFE-ის შესრულებასთან დაკავშირებული ეს განცხადება იმას მოჰყვა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ალიანსიდან, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ცდილობდნენ დიპლომატიური გადაწყვეტილება მოეძებნათ 2007 წლის რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უარი თქვა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე შეთანხმების მონაწილე დანარჩენი 29 ქვეყნის მიმართ", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა. „მას შემდეგ რუსეთი უარს აცხადებს ინსპექციის მიღებაზე და არ აწვდის ინფორმაციას საკუთარ შეიარაღებულ ძალებზე შეთანხმების სხვა მხარეებს, როგორც ამას დოკუმენტი მოითხოვდა".

სტატიის თანახმად, შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა ცივი ომის მიწურულს 1990 წელს, მიზნად ისახავდა ევროპაში ნატოს და რუსეთის მიერ განთავსებული ჩვეულებრივი შეიარაღების საკვანძო კატეგორიებთან დაკავშირებით შეზღუდების შემოღებას.

„რუსეთმა CFE-ის პირობების დაცვა 2007 წელს შეწყვიტა: მან განაცხადა, რომ ნატოს გაფართოვებას მოჰყვა ის, რომ ორგანიზაციამ დაარღვია შეთანხმებაში დაფიქსირებული შეზრუდვები, ეწინააღმდეგებოდა ნატოს წევრი-სახელმწიფოების მცდელობებს შეთანხმება რუსეთის არმიის საქართველოსა და მოლდავეთში ყოფნასთან დაეკავშირებინათ, და აცხადებდა, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნასთან დაკავშირებული ამერიკის გეგმები ასევე არღვევდა ამ შეთანხმებას", - ნათქვამია სტატიაში, რომლის ქართულ ვერსიას „ფორეინპრესი" აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, ნულანდი ფაქტობრივად ამერიკის ადმინისტრაციის წამყვანი წარმომადგენელი იყო რუსებთან CFE-სთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში მანამ, სანამ ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლად დაინიშნებოდა. CFE -სთან დაკავშირებული ერთწლიანი მოლაპარაკებები რუსეთს და აშშ-ს შორის, შარშან მაისში მარცხით დასრულდა - ნულანდის ვაშინგტონში დაბრუნებამდე ერთი თვით ადრე. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს შეთანხმების პირობების დაცვას ყველა სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართ, რუსეთის გარდა - აღნიშნულია სტატიაში.

„ჩვენ განვაახლებთ შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი ვალდებულებების შესრულებას რუსეთთან მიმართებაში, თუკი რუსეთი თავად აღადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულებების შესრულებას", - თქვა ნულანდმა. „შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმ ამოცანისა, რომ ევროპაში ჩვეულებრივ შეიაღარებაზე კონტროლი უნდა გავაცოხლოთ".

„თუმცა კაპიტოლიუმის ბორცვზე კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ საეჭვოა სახელმწიფო დეპარატამენტის ამ ნაბიჯმა დაარწმუნოს რუსეთი დაუბრუნდეს მოლაპარაკებათა მაგიდას ან აღადგინოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულებები", - მიიჩნევს სტატიის ავტორი ჯოშ როგანი.

„ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებული შეზღუდული კონტრზომები ძალიან დაგვიანებული და ძალიან სუსტია... იმ პირობებში, როდესაც რუსეთი უარს ამბობს საქართველოს ოკუპაციის დასრულებაზე, უაზრობა იყო მისი იძულება დაბრუნებოდა CFE-ით გათვალისწინებული საკუთარი ვალდებულებების შესრულებას", - განუცხადა The Cable -ს სენატში მაღალჩინოსანი რესპუბლიკელის თანაშემწემ.

„მეტიც, ობამას გადაწყვეტილება განაგრძოს ამერიკის მონაცემების მიწოდება ევროპაში ჩვეულებრივ შეიარაღებულ ძალებზე შეთანხმების მონაწილე ყველა დანარჩენი წევრისთვის, არ შეესაბამება რუსეთის გადაწყვეტილებას არ მიაწოდოს მონაცემები ყველა მხარეს, იმავდროულად ის არ იქნება ეფექტური, რადგან მოსკოვი როგორც ჩანს მიიღებს მონაცემებს CFE-ის მონაწილე რამდენიმე სხვა წევრისგან, რომლებსაც მონაცემებს აშშ მიაწვდის. ასეთი ნაბიჯი პრობლემებს უქმნის შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებულ ეფექტურ ძალისხმევას და ცხადყოფს უნდობლობის იმ ხარისხსს, რომელსაც ავლენენ ევროპაში ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართ".", - ნათქვამია სტატიაში.

 

ავტორი: . .