ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ნათელაშვილმა ნიქსონის ცენტრში შეხვედრის შემდეგ მცირერიცხოვანი აქცია გამართა თეთრ სახლთან. ნათელაშვილი ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდა. ის შეეცადა მათთვის მშობლიურ ენაზე ხმა ამერიკელთათვისაც მიეწვდინა.
„მოვითხოვთ ამერიკის ხელისუფლებისგან, რომ შეწყვიტოს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური მხარდაჭერა, მიიღონ ყველა სამართლებრივი ზომა, რომ ის დროულად ჩამოცილდეს ხელისუფლებას და მოგვცენ საშუალება, რომ ჩვენ თვითონ ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება", - განაცხადა ნათელაშვილმა.