ბრიტანეთის ხელისუფლებამ ირანის ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობისთვის ახალი შეზღუდვები შემოიღო. შესაბამისი განცხადება ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა გააკეთა.
მისი განმარტებით, შეზღდვებში იგულისხმება ფინანსური ოპერაციები ირანის ყველა ბანკთან, მათ შორის ცენტრალურ ბანკთანაც.
შეგახსენებთ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მორიგი მოხსენების შემდეგ, სადაც საუბარი იყო ირანის მიერ ბირთვული პროგრამის სამხედრო მიზნებით გამოყენების მცდელობისთვის ექსპერიმენტების ჩატარებაზე, მთელმა რიგმა ქვეყნებმა თეირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოთხოვეს.