ევროპა არასდროს აღიარებს რუსულ ოკუპაციას, როგორც ლეგალურ, კანონიერ აქტს და ევროპარლამენტის რეზოლუცია არის წარმოუდგენელი დარტყმა მათ მზაკვრულ გეგმებზე , _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით გაკეთებულ ტელემიმართვაში განაცხადა.
"როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები. ჩვენი მთავარი საარსებო გარემო, ევროპა აღარასოდეს აღიარებს რუსულ ოკუპაციას, როგორც ლეგალურ აქტს. აღარასოდეს არ აღიარებს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას, საქართველოს დაქუცმაცებას. ეს არის დარტყმა მათ მზაკვრულ გეგმებზე. ახლა მათ შეუძლიათ სადაც უნდა იქ იარონ. ეს დოკუმენტი არის ჩვენი პასპორტი, რომ ვერასდროს ვერ განხორციელდება იმის ლეგალიზება რისი ლეგალიზებაც და დაკანონებას საერთაშორისო სამართლით იყო შეუძებელი ისედაც. მაგრამ ეს დღეს უკვე არის შეუქცევადად აღიარებული ევროპის პარლამენტის მიერ", - განაცხადა პრეზიდენტმა.