"რუსეთის ფედერაციის საზღვრის მთელს პერიმერტზე ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტების შესაძლებლობა მკვეთრად გაიზარდა", _ ეს განცხადება რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ანატოლი მაკაროვმა რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისივე თქმით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მაგალითზე ლოკალური შეიარაღებული კონფლიქტების შესაძლებლობა გაიზარდა და ისინი გარკვეულ პირობებში შესაძლოა ფართომასშტაბიან ომშიც გადაიზარდოს, რომელშიც უკვე მონაწილეობას ბირთვული იარაღი მიიღებს.
"არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ პირობებში, ლოკალური და რეგიონალური კონფლიქტები ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს, რომელშიც ბირთვული იარაღი იქნება გამოყენებული",_ განაცხადა მაკაროვმა.