პარლამენტის 83-მა წევრმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა
ახალი კანონპროექის თანახმად, მომავალი პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრება 190 წევრით. მათ შორის პროპორციული სისტემით აირჩევა 107 ხოლო მაჟორიტარული სისტემით 83.
აღნიშნული ნორმა ამოქმედდება ცესკოს მიერ მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი მუხლის გამოქვეყნების დღიდან.
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე იქნა ინიცირებული.