კომპანია "კამარა ექსპრესი" (Camex.ge) ქართულ ბაზარზე გააქტიურებას იწყებს და უახლოეს პერიოდში გადაზიდვების ბაზარზე, 30 %-იანი წილის დაკავებას გეგმავს. კომპანია დღეიდან იწყებს აქციას 11.11.11 თარიღთან დაკავშირებით - ტრანსპორტირების ფასი 1 კგ-ზე შეადგენს 11 ლარს ($6.65). კორპორატიული და მსხვილი კლიენტებისთვის კი პირობები შემდეგია: 40კგ-იდან 200კგ-მდე ტვირთებზე 1კგ-ის ტრანსპორტირების ღირებულებაა $4.99. 200კგ-იდან და ზევით წონის ტვირთებზე მოქმედებს ფასდაკლების სისტემა. ის ფაქტორი, რომ Camxe.ge არის უმსხვილესი ავიაკომპანიის წარმომადგენელი და ცნობილი ბრენდების CargoLux-ის, Eurasian Cargo-ს, Azal,-ის პარტნიორი,
კომპანიას საშუალებას აძლევს, ტვირთებზე სრულყოფილი კონტროლი განხორციელოს.
"კამარა ექსპრესი" არის უმსხვილესი ავიაკომპანია Silkway Airlines-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს საფოსტო გზავნილების, ამანათებისა და კომერციული ტვირთების ავიაგადაზიდვებს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან, მათ შორის ამერიკიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან.
"კამარა ექსპრესი" 2011 წლის ივნისში "საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრმა" დააფუძნა. "საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის" ერთ-ერთ მიმართულებას სწორედ სატრასნპორტო სექტორში ინვესტირება წარმოადგენს. ცენტრი ამ სეგმენტში პროექტებს 10 წლის განმავლობაში წარმატებულად ახორციელებდა. მისი შვილობილი კომპანია Evrazia Cargo უზრუნველყოფდა ავიატვირთების გადაზიდვას მსოფლიოს ყველა მიმართულებით 10 წლის განმავლობაში. სწორედ Evrazia Cargo-ს ბაზაზე შეიქმნა camex.ge.
Camex.ge-ის გენერალური დირექტორის, გიორგი სეთურიძის განმარტებით, კომპანიის მიზანია ქართველ მომხმარებელს სრულყოფილი და იაფი სერვისი შუამავალი რგოლების გარეშე შესთავაზოს.
"ტვირთების ტრანსპორტირებისას Camex.ge არ იყენებს სამგზავრო რეისებს, რაც ამ ბიზნესში სტაბილურობის გარანტიას იძლევა. ჩვენ ჩამოგვაქვს ნებისმიერი სახის ტვირთი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. საწყობში უზრუნველყოფილია გადაფუთვის მაღალი სტანდარტები, რაც განაპირობებს ტრასნპორტირების დაბალ ფასს. Camxe.ge ქართველ მომხმარებელს ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს", - აცხადებს სეთურიძე.