დღეს, 2 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 182-დღიან N44, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ერთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 8.38%-ით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები