საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მსოფლიოში ცნობილ ტენორ პლასიდო დომინგოს მოღვაწეობის 40 წლის იუბილეზე ოქროს სადირიჟორო ჯოხი აჩუქა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს ცენტრში განუცხადეს, მსოფლიო ტენორს საპატიო საჩუქარი გუშინ მამა ილია ნასიძემ გენერალურ რეპეტიციაზე გადასცა.
ცნობისთვის, ქართველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ კი პლასიდო დომინგო ფონდ „იავნანას" „ოქროს რაშით" დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ცნობილი ტენორის პლასიდო დომინგოს მოღვაწეობის 40 წლის იუბილე დღეს ლონდონის სამეფო თეატრის „კოვენტ გარდენში" გაიმართება. ლეგენდარული ტენორის საიუბილეო საღამოზე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში ცნობილი ტენორი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე.
პლასიდო დომინგო ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაიბადა. 8 წლის ასაკში მისი ოჯახი საცხოვრებლად მექსიკაში გადავიდა, სადაც მან ეროვნული კონსერვატორია დაამთავრა. მისი დებიუტი სცენაზე 1959 წელს გვადალახარაში შედგა. დომინგო ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა სხვადასხვა წარმატებულ საოპერო დადგმებში. პირველი, მთავარი როლი - ალფრედო, მან "ტრავიატაში" შეასრულა, რომელიც მონტერეის თეატრში დაიდგა
1962-65 წლებში დომინგო ისრაელის ეროვნული ოპერას სცენაზე მოღვაწეობდა, სადაც 12 პარტია შეასრულა და მონაწილეობა მიიღო 280 დადგმაში.
შემდგომ ის მოღვაწეობდა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან საოპერო თეატრებში.
განსაკუთრებული პოპულარულობა მას ლუჩიანო პავაროტისთან და ხოსე კარესათან გამართულმა ერთობლივმა კონცერტებმა მოუტანა. პირველი ასეთი კონცერტი 1990 წლის 7 ივლისს რომში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისას გაიმართა.
დომინგო არის იტალიის დიდი ჯვრის ოდენის კავალერი, ასევე მას მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნების მრავალი ორდენი და ტიტული.
2009 წელს დომინგო გახდა ბრიგიტ ნილსონის პრემიის პირველი ლაურიატი.
თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჰოლივუდის დიდების ხეივანში პლასიდო დომინგის ვარსკვლავი გაიხსნა.