ENG / RUS       12+

"The Independent": ქართველი მილიარდერი კონფლიქტზე მიდის

"განმარტოებით მცხოვრები ქართველი ექსცენტრიული მილიარდერი, როგორც იქნა ჩრდილიდან გამოვიდა და დაიფიცა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს დაამხობს", _ ასე იწყება "The Independent"-ში გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით "ქართველი მილიარდერი კონფლიქტზე მიდის".

"მრავალი წლის განმავლობაში ქართველებმა თითქმის არაფერი იცოდენენ ბიძინა ივანიშვილზე მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. მაგნატი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, თბილისის განაპირას მდებარე, სპეციალურად აშენებულ კოშკში ცხოვრობს სადაც, მოარული ხმების მიხედვით ზებრების ჯოგიც ჰყავს", _ ნათქვამია სტატიაში და იქვე აღნიშნულია, რომ ივანიშვილი ასევე ცნობილია თავისი ქველმოქმედებით და იმით, რომ პირადად აფინანსებდა ასობით და ათასობით ქართველ მხატვრებსა და ინტელექტუალებს.
"მაგრამ ამავე დროს იგი თავს არიდებდა საჯაროობას და ამიტომაც ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ მას პოლიტიკური ამბიციები არა აქვს, მაგრამ ორი კვირის წინ ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ხელთათმანი ესროლა", _ ნათქვამია სტატიაში.

ავტორი: . .