"საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წელს, საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე 2741.0 მილიონი ლარი შეადგინა, რომლის განაწილება საწარმოთა ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი ბიზნესი - 75.2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 15.7 პროცენტი, და მცირე ბიზნესი - 9.1 პროცენტი.
საშუალო თვიურმა ხელფასმა ბიზნეს სექტორში შეადგინა 592.7 ლარი, მათ შორის ქალების - 414.9 ლარი. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი - 755.2 ლარი, საშუალო ბიზნესი - 395 ლარი, და მცირე ბიზნესი - 312.9 ლარი.
საქმიანობის სახეების მიხედვით მთლიან ბრუნვაში პრევალირებენ „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 47.8 პროცენტი, „დამამუშავებელი მრეწველობა" - 16.1 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 13.6 პროცენტი, „მშენებლობა" - 6.9 პროცენტი, „ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება" - 5.6 პროცენტი.
საქმიანობის სახეების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში პრევალირებენ „დამამუშავებელი მრეწველობა" და სხვა სექტორები შემდეგი თანმიმდევრობით: „დამამუშავებელი მრეწველობა" - 28.0 პროცენტი, „ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა" - 17.9 პროცენტი, „ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი" - 15.5 პროცენტი, „მშენებლობა" - 13.0 პროცენტი, „ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება" - 6.5 პროცენტი.
მასალის გამოყენების პირობები