ისრაელი საქართველოში პროექტს - "საქართველოში ტექნოლოგიური ბიზნეს-ინკუბატორის დაფუძნება და ექსპლოატაცია"- ახორციელებს.
ისრაელის საერთაშორისო კოოპერირების ცენტრ "Mashav"-ის, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებული პროექტი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის გასანვითარებლად, მათი კონკურენტუნარიანობის გასაზრდელადაა მიმართული და დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნას ითვალისწინებს.
როგორც დამსაქმებელთა ასოციაციაში განმარტავენ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მხრივ ისრაელს მსოფლიოში უკავია წამყვანი პოზიციები. წარმატების ერთ-ერთ უმთავრესი ფაქტორია ბიზნეს-ინკუბატორების ეფექტიანი საქმიანობა. დღეს თითქმის 48 ქვეყნის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები იყენებენ ამ სფეროში ისრაელის გამოცდილებას. საამისოდ ისინი სარგებლობენ საერთაშორისო ტრეინინგ ცენტრის მომსახურებით. ვიზიტის ხანგრძლიობა რვა დღე (მგზავრობის ორი დღის ჩაუთვლელად) ისრაელის საერთაშორისო კოოპერირების ცენტრი Mashav" ითვალისწინებს ქართული დელეგაციისათვის 30% ფასდაკლებას.
ერთი ვიზიტორისათვის ფასი შეადგენს 3340 აშშ დოლარს, სადაც შედის ფრენის, სასტუმროს ერთადგილიან ნომრის, სამჯერადი კვების, ტრანსპორტირების, ტრეინინგის, ბიზნეს-ინკუბატორებში ვიზიტების, ექსკურსიების, სამედიცინო დაზღვევისა და პროფესინალი გიდების მომსახურების ხარჯები.
ისრაელში სასწავლო ვიზიტი განხორციელდება 2011 წლის 24 ნოებრიდან 2 დეკემბრამდე.