ქვეყნის ტურისტული განვითარების ფონზე, "აირზენა" ავიაპარკის განახლებას იწყებს. კომპანიამ ბოინგის ტიპის თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია "ბოინგთან" ხელშეკრულება უკვე გააფორმა და "აირზენას" ავიაპარკს 2018 წლის ბოლომდე ორი, უკანასკნელი მოდელის "ბოინგი" შეემატება. "ბოინგსა" და "აირზენას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის ავიაპარკს „ბოინგ 737" ახალი გენერაცია 2012 წლის ბოლოს, ხოლო „ბოინგ 787" „დრიმლაინერი" 2018 წელს შეემატება.
"აირზენასთან" დიდი თანამშრომლობის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიას "ბოინგის" ორი, ახალი თაობის თვითმფრინავი შევთავაზეთ, რომლის მიწოდებაც შესაძლებელია, რომ 2012 წლიდან დავიწყოთ. "აირზენას" მხრიდან იყო გამოხატული ინტერესი, რომ ყველაზე ბოლო მოდელი „ბოინგ 787" „დრიმლაინერი" ავიაკომპანია 2018 წლის ბოლომდე მივაწოდოთ"- აღნიშნა კომპანია "ბოინგის"ვიცე - პრეზიდენტმა მარტი ბენტროტმა.
"აირზენას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ ახალი თვითმფრინავების შეძენა და არსებული ავიაპარკის განახლება ბაზარზე არსებულმა ვითარებამ და ქვეყანაში ტურიზმის განვითარებამ განაპირობა.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია "ბოინგთან" მათი გამოყენება სამომავლოდ დაგეგმილ მარშუტებზეც"- აღნიშნა "აირზენას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ გაიაშვილმა.
იმავდროულად, კომპანია „ბოინგმა "ქართველი მფრინავების მოსამზადებლად 50 ათასი დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო .
"საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტს ისეთმა დიდმა კომპანიამ, როგორიცაა "ბოინგი" გრანტის სახით 50 ათასი დოლარი გამოუყო. აღნიშნული თანხა კი ახალი სასწავლო თვითმფრინავის შესაძენად იქნება გამოყენებული. თვითმფრინავი იქნება "სესნას", ან "ბაიპედის" ტიპის თვითმფრინავი, ზოგადად რა ტიპის თვითმფრინავებითაც ვასწავლით ჩვენ ჩვენს სტუდენტებს"- განაცხადა საავიაციო უნივერსიტეტის რექტორმა, სერგო ტეფნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები