ხვალ, 17 ოქტომბერს, 11:00 საათზე კომპანია „ბოინგის" ვიცე - პრეზიდენტ მარტი ბენტროტსა და ავიაკომპანია „აირზენას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს თამაზ გაიაშვილს შორის შედგება ხელმოწერის ცერემონია.
ხელი მოეწერება შეთანხმებას აირზნას მიერ „ბოინგ 737" ახალი გენერაციის (NG) და „ბოინგ 787" ე.წ „დრიმლაინერის" შეძენაზე.
მოლაპარაკებების შედეგად აირზენას ავიაპარკს „ბოინგ 737" ახალი გენერაცია 2012 წლის ბოლოს, ხოლო „ბოინგ 787" „დრიმლაინერი" 2018 წელს შეემატება.
„აირზენაში" განმარტავენ, რომ ამ შეთანხმების გარდა კომპანია „ბოინგმა"ქართველი მფრინავების მოსამზდაებლად გრანტი გამოყო ."ბოინგის", ვიცე-პრეზიდენტი საავიაციო უნივრსიტეტის რექტორს სერგო ტეფნაძეს გრანტს პირადად გადასცემს.
ღონისძიება ავიაკომპანია „აირზენას" სათაო ოფისში რუსთაველის 12-ში გაიმართება.