დღეს, 13 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "ტყის კოდექსის" განხილვა მოეწყობა. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ტყის კოდექსზე მუშაობა დაასრულა. როგორც 5 ოქტომბერს საკომიტეტო მოსმენისას, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, ტყის კოდექსის განხილვა 13 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი.
მინისტრის თქმით, კოდექსის შემუშავებისას სამინისტრომ ავსტრიული მოდელით იხელმძღვანელა. მინისტრმა განმარტა, რომ ტყის პრივატიზაცია არ იგეგმება, საუბარია, უბრალოდ, წყის გრძელვადიან იჯარაზე.