"ეს ჩემთვის მხოლოდ ბაბუის და ბებიის ქანდაკება არ არის. ეს არის სიმბოლო ქართული ცეკვისა, ქართული ფოლკლორისა, არა მარტო ჩემთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პატარა ილიკო სუხიშვილმა.
ნინო რამიშვილის და ილიკო სუხიშვილის ქანდაკებები ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში დაიდგა. ქანდაკებების ავტორი ზურაბ წერეთელია, რომელიც ქორეოგრაფების ძეგლის შექმნაზე 4 წელიწადს მუშაობდა.
ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერის შესასვლელში რამიშვილის და სუხიშვილის 2.8 მეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ქანდაკება ზურაბ წერეთელმა ანსამბლის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.
ქანდაკებების გახსნის ცერემონიალი 9 ოქტომბერს, "თბილისობის" ფარგლებში გაიმართა.