სარემონტო სამუშაოების გამო 12 ოქტომბერს 16 საათიდან 18 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების, ვაჟა-ფსაველას III, V კვარტლების, ნუცუბიძის, შავგულიძის და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.