საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ოქტომბრის ინფლაციის გაანგარიშების პირველი ეტაპი დაიწყო. "საქსტატის" ინფორმაციით, 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები ჩატარდება. ფასებზე დაკვირვებას ფასების 20 რეგისტრატორი განახორციელებს საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში. ფასები შეგროვდება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე. კვლევის მიზანი 2011 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონის გაანგარიშებაა. ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გამოქვეყნდება.