ENG / RUS       12+

ლაშა ნიკოლაძე: ყველაზე დიდი გამოწვევა ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობაა

რესპოდენტის შესახებ

სადაზღვეო კომპანია „იმედი L"-ი ყველაზე დიდ გამოწვევად - ჰოსპიტალური სექტორის განვითარებას მიიჩნევს. კომპანიის, გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარება ამოცანააა, რომელსაც „იმედი L"-ი წარმატებით ახორციელებს. თუ რა სიტუაციაა სადაზღვეო ბაზარზე, რა პრობლემებია სადაზღვეო კომპანიასა და მის ბენეფიციარებს შორის, ამ და სხვა დეტალებზე სადაზღვეო კომპანია „იმედი L"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ლაშა ნიკოლაძე საუბრობს.

 

ლაშა ნიკოლაძე: „იმედი L"-მა 2011 წლის პირველ ნახევარში 28,462 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა. კომპანია ბაზრის 15,1%-ს აკონტროლებს. კომპანიის სადაზღვევო პორტფელში პირველ ადგილზე სამედიცინო დაზღვევაა, აღნიშნულ სფეროში კომპანიამ ამ პერიოდში 20,38 მლნ ლარის პრემია მიიზიდა, მეორე ადგილზე ქონების დაზღვევაა 2,643 მლნ ლარით, მესამე ადგილი კი სიცოცხლის დაზღვევას 2,344 მლნ ლარით უკავია.

- რა პრობლემები აქვს ამჟამად სადაზღვევო სისტემას?

- ახლა სისტემა ორიენტირებულია (მთელი სიმძლავრეები მიმართულია) ყველაზე დიდი გამოწვევის - ჰოსპიტალური სექტორის მშენებლობა-გამართვისაკენ. თუმცა ამას ასე პირდაპირ პრობლემას ვერ დავარქმევდი - ეს ამოცანააა, რომელსაც ჩვენი კომპანია წარმატებით გადაწყვეტს.

- ხშირია თუ არა დაზღვევის გაუქმება? დაზღვევის გაუქმება ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მომხმარბელები უკმაყოფილოები არიან არსებული სერვისით? როგორ ებრძვის კომპანია ამ პროცესს?

- აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ ასეთი ფაქტები „ „იმედი L"-ის" შემთხვევაში საკმაოდ იშვიათია. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა ხდება ამ მიმართულებით სხვა სადაზღვევო კომპანიებში თუმცა ის ფაქტი რომ ჩვენი კლიენტების რაოდენობა იზრდება თავისთავად მეტყველებს ბევრ რამეზე. და მაინც თუ უკმაყოფილების ცალკკეული ფაქტი დაფიქსირდა თითოეულ მათგანზე გვაქვს რეაგირება - თუ ეს სადაზღვევო კომპანიის მიზეზით ხდება.

- ჩვენ დაზღვევასთან დაკავშირებით, რამდენიმე ადამიანი გამოვკითხეთ და უმრავლესობამ აღნიშნა, რომ პრობლემები ძირითადად ექიმებთან დაკავშირებით აქვთ. რატომ ხდება ასე? პარტიონრი კლინკების არჩევისას რამდენად დიდ ყურადებას აქცევთ ექიმების კვალიფიციურობას და რატომ დადგა ექიმების პრობლემა?

- ჩვენ ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევაში თავისუფალი არჩევანი გვაქვს, შესაბამისად ექიმის რეკომენდირება დამზღვევთან შეთანხმებით ხდება. თავისუფალი არჩევანის პირობებში დაზღვეულებს აქვთ იმის შესაძლებლობაც, რომ ცალკეული უკმაყოფილების პირობებში თუ ასეთი რამ გამოვლინდა გადახედონ საკუთარ არჩევანს.

- რა პრობლემები არსებობს რეგიონებში დაზღვევასთან დაკავშირებით? რეგიონები გადანაწილებული აქვთ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებს. ეს კი გარკვეულწილად ზღუდავს რეგიონის მოსხლების არჩევანს. თქვენი აზრით, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება?

- ასეთი გადანაწილება თითქოს ერთის მხრივ ზღუდავს დამზღვევის არჩევანს. თუმცა გადანაწილებულ საკურატორო ზონაში შესაბამისი სადაზღვევო კომპანია უფრო ეფექტურად ახორციელებს სამედიცინო სერვისების. მაღალია მიწოდების ხარისხიც და ზოგად ადმინისტრიტრებაც. აღნიშნული პრინციპი საბოლოო ჯამში დადებითად აისახება დაზღვევის ხარისხზეც.

- რამდენად ხშირია სადაზღვევო თაღლითობა და როგორ ებრძვით მას?

- ქართულ საბაზრო რეალობაში (მისი ზომებისა და ინფორმაციული გავცელებულობის, ასევე სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობის გამო) სადაზღვევო თაღლითობა საკმაოდ იშვიათია.უფრო ხშირია გაუთვითცნობიერებულობის გამო, ან უბრალო შეცდომები.

- ძირითადად რაზე ჩივიან ხოლმე მომხმარებლები?

- სამწუხაროდ მომხმარებლების დიდი ნაწილი არ კითხულობს სადაზღვევო პირობებს (ხელშეკრულებას). ამიტომ ჩვენ თანამშრომელთა დიდი ნაწილი განმარტებითი მუშაობით შემოიფარგლება, რაც როგორც წესი სრულიად საკმარისია ხოლმე.


„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია ფირცხალავა

 

ავტორი: . .