ჰონკონგში, Sotheby's-ის აუქციონზე, 6,01 კარატიანი, ცისფერი ბრილიანტი 79,1 მლნ. ჰონკონგურ დოლარად (10 მლნ. აშშ. დოლარი) გაიყიდა, წერს Antwerp Facets.
აუქციონზე ძირითად ლოტად გამოტანილი იყო 9,27 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც 150 მლნ. ჰონკონგურ დოლარად გაიყიდა.
იმავდროულად, Sotheby's -ის აუქციონზე გამოტანილი იყო მსახიობ ანიტა მუის საიუველირო მორთულობა, რომელიც აუქციონზე 6,8 მლნ. ჰონკონგურ დოლარად გაიყიდა.