აჭარაში მოწეულ ვაშლს "ჰიპ ჯორჯია" შეისყიდის და გადაამუშავებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი დონარა სურმანიძე კომპანია "ჰიპ ჯორჯიას" წარმომადგენლებთან ერთად შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობებს სტუმრობდა.
რეგიონში არსებული ვაშლის მოსავლიდან საკონსერვო გადამუშავების მიზნით მინისტრი და "ჰიპ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე ვასილ ახვლედიანი გამგეობის ხელმძვანელებთან და თემის რმუნებულებთან ერთად შეჯერდნენ მიმდინარე წლის ვაშლის მოსავლიდან საკონსერვო გადამუშავებისათვის ვარგისი დაბერტყილი ან ძირნაყარი ვაშლის დამზადებაზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ადგილებზე ვაშლის მიღება იწარმოებს 13 თეთრის ფარგლებში, საიდანაც ფერმერი მიიღებს 10-11 თეთრს, ხოლო დამამზადებელი 2-3 თეთრს.