რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცხინვალში სამი რუსი სპორტსმენის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს მინისტრი ვალერი ვალიევი არ ადასტურებს.
მისი თქმით, ცხინვალში ჩასული სამი რუსი სპორტსმენის დაკავებისა და მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმადვილეს არ შეესაბამება.
რუსულმა მედიამ, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის მსურველ ჯამბოლატ თადეევზე დაყრდნობით, გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინცალში მილიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მშვიდობის თასის მფლობელს სოსლან გაგლოევს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს დენის ცარგუშს და ევროპის ჩემპიონს სოსლან კცოევს.
"არავითარი დაკავებები და მით უფრო სპორტსმენების ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა. ეს მორიგი სატყუარაა, მათი ვინც სამხრეთ ოსეთში სიტუაციის გამწვავებაშია დაინტერესებული არჩევნების წინ",_ აცხადებს ვალიევი.
შეგახსნებთ, რომ არჩევნები ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის 13 ნოემბერს უნდა ჩატარდეს.