ჯერჯერობით უცნობია გაგრძელდება თუ არა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე ზუსტი კომენტარის გაკეთება ქართულ მხარეს მოლაპარაკებების მე-17 რაუნდზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ შეეძლება.
"დასრულდა მოლაპარაკებების მე-17 რაუნდი. ეს რაუნდიც წინა რაუნდების მსგავსად რუსული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უშედეგოდ დასრულდა ",_ განაცხადა ვაშაკიძემ.
მისივე თქმით, რუსეთი უარს აცხადებს "იმ მინიმუმის შესრულებაზეც კი რომელიც აუცილებელია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად".