დეფოლტის თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, საბერძნეთს უარის თქმა მოუწიოს ეროვნულ სუვერენიტეტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უმჯობესია, ქვეყანამ ევროზონა დატოვოს. ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, მმართველი კონსერვატიული პარტიის "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის" წევრმა მიხაელ ფუქსმა გააკეთა, იუწყება როიტერი.
მისი თქმით, "ჩვენ არ ვართ თანახმა მუდამ შეღავათები ვუკეთოთ" საბერძნეთს, რომელიც გაკოტრებისგან ორ ნაბიჯშია.
"შესაბამისად, იმისათვის, რომ ვალები ნაწილობრივ ჩამოიწეროს, ათენმა თუნდაც დროებით რაღაცაზე უნდა თქვას უარი, მაგალითად ნაწილობრივ ეროვნული სუვერენიტეტისგან", - განაცხადა ფუკსმა.
ფუკსის განცხადებით, იმისთვის რომ კრიზისის ლიკვიდაცია მოხდეს საბერძნეთს ვალების ნახევარი უნდა ეპატიოს.
ამასთან, დაკავშირებით ფუქსი მიიჩნევს, რომ უმჯობესია საბერძნეთმა ევროზონა დატოვოს.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა ევანგელოს ვენიზოლოსის განცხადებით, საბერძნეთს თავისი ფინანსურ ვალდებეულებების შესრულება მიმდინარე წლის ნოემბრამდე შეუძლია.