კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის ვიზიტს დადებითად აფასებს. მინისტრის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, თბილისიდან, რუსეთის მიმართ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია დააფიქსირა.
"ევროპის ლიდერმა საქართველოსთან და მის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიცია დააფიქსირა. მან ასევე მკაფიო გზავნილები გააკეთა ჩვენი მეზობლის, რუსეთის მიმართ, რომ საბჭოთა კავშირი ვეღარასოდეს ვეღარ აღსდგება და რომ გავლენის სფეროების პოლიტიკა ისტორიას ჩაბარდა.
მან აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს იყოს განუყოფელი თავისუფალი ევროპის დიდი ოჯახისა, რომლის ნაწილიც საქართველო უკვე არის. ნიკოლა სარკოზიმ ხაზი გაუსვა, რომ ის არის ევროპაში და საქართველოში ის თავს გრძნობს ევროპული ცივილიზაციის სტუმრად. ჩვენ ვიყენებთ უფლებას ავირჩიოთ ჩვენი საგარეო კურსი - ეს არის ქართველი ხალხის ნება და ამას ვერანაირი ძალადობა წინ ვერ აღუდგება"- აღნიშნა ნიკოლოზ რურუამ.