პროექტ "სოფლის განვითარება რაჭა-ლეჩხუმში" ჩართული ფერმერები "თბილისობის" ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას.
დედაქალაქის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, რაჭის სოფლის ნობათი უშუალოდ რაჭველი ფერმერებისგან შეიძინონ, პროდუქციის მწარმოებლები გაიცნონ და მათთან სამომავლოდ საქმიანი კონტაქტები დაამყარონ.
დედაქალაქში საშემოდგომო ნობათით დატვირთულ სახელდახელოდ მოწყობილ რაჭის კუთხეს დამატებით ელფერს მიანიჭებენ ხალხური სიმღერების ანსამბლი ამბროლაურიდან, ონის სამხატვრო სკოლა და კომპანია "რაჭის წყაროები".
პროექტი "სოფლის განვითარება რაჭა-ლეჩხუმში" მიზნად ისახავს, გაუმჯობესებულმა ადგილობრივმა საბაზრო ურთიერთობებმა და მმართველობის პროცესებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასარგებლოდ იმუშაოს. აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ქეა საერთაშორისო კავკასიაში ფონდ აფხაზინტერკონტთან ერთად და აფინანსებს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.