რუსეთის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტი "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეში ფიგურანტ პირებს ბრალს წაუყენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საგამოძიებო კომიტეტი ბრალს წაუყენებს ლომ-ალი გაიტუკაევს, სერგეი ხაჯიკურბანს და ძმებს მაჰმუდოვებს.
უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ბრალი უკვე წაყენებული აქვს რუსეთის მილიციის ყოფილ პოდპოლკოვნიკს დიმიტრი პავლიუჩენკოვს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 5 წელი შესრულდა.