6 ოქტომბერს, ეროვნული ბანკის 7-დღიან N40, რეფინანსირების სესხების აუქციონზე 400 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ოთხ კომერციულ ბანკს.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.57%, მაქსიმალური 7.75%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.69%-ით განისაზღვრა.