ქობულეთში თევზის ინკუბატორის მოსაწყობად აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელი აჭიში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირობებიან ელექტრონულ აუქციონზე იყიდება, ობიექტის საწყისი ღირებულება 8 000 ლარია და აუქციონი 7 ოქტომბრისთვისაა დანიშნული.
მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში თევზის ინკუბატორი შექმნას, რომელიც გათვლილი უნდა იყოს ერთდროულად არანაკლებ 250 000 ლიფსიტის გამოყვანაზე. ინვესტორი ვალდებულია ასევე ინკუბატორს პროფილი 20 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს.
ქობულეთში თევზის ინკუბატორის მოსაწყობად აჭარის მთავრობა ინვესტორს ეძებს