უახლოეს წლებში გაზზე და ელექტროენერგიაზე ტარიფის შეცვლა არ იგეგმება. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მოქმედი ტარიფის შებარჩუნება რთულია, თუმცა ტარიფები მინიმუმ 10 წლის განმავლობაში არ შეიცვლება.
"2006 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფები არ შეცვლილა და 2007 წლიდან არ შეცვლილა გაზის ტარიფი და ამ ტარიფის შეცვლას მომავალშიც არავინ არ აპირებს. გამომდინარე იქედან, რომ სატარიფო პოლიტიკა საკმაოდ სწორადაა ნაწარმოები და ტარიფები იძლევა იმის საშუალებას, რომ განვითარდეს ქვეყნის ეკონომიკა და განვითარდეს ქვეყნის ენეგეტიკა.
ჩვენი მიზანი არ არის ტარიფის შემცირება, ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობამ შეძლოს ამ ტარიფის გადახდა. მიზანია, რომ დასაქმების ხარჯზემოსახლეობამ ტარიფის გადახდა შეძლოს და ასე დავეხმაროთ მომხმარებელს და არა იმით, რომ პირიქით შევამციროთ ტარიფი", - აღნიშნა ხეთაგურმა.