მიმდინარე წლის 3 -4 ოქტომბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ივანე მერაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა უნგრეთში, სადაც შეხვედრები გამართა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ბატონ, შანდორ პინტერთან და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებთან.
ორმხრივ შეხვედრებზე განხილული იქნა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის დეტალები და საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, რაზეც უნგრეთის მხარემ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა უნგრეთის იუსტიიციის მინისტრს, ბატონ ტიბორ ნავრასცის.
მომავალში მხარეები ითანამშრომლებენ პერსონალის ტრენინგისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში.