ექსპერტ რამაზ საყვარელიძის თქმით, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკისკენ გადანაცვლება მოულოდნელია არ ყოფილა, რადგან ბოლო პერიოდში გავრცელდა ივანიშვილის წერილი, სადაც ის თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შეფასებას აკეთებდა.
"ბოლო ხანებში გავრცელდა მისი წერილი, რომელიც საზოგადოებამ პოლიტიკურ წერილადაც კი შაეფასა. ის იძლეოდა თანამედროვე პოლიტიკური პროცესების შეფასებას. ასე, რომ მისი პოლიტიკისგენ გადანცვლება მოულოდნელი არ არის. რაც შეეხება იმას თუ როგორი შანსები აქვს და რამდენად რეალურია მისი ჩართვა პოლიტიკაში, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ზოგადად პოლიტიკაში ბიზნესმენები იღბლიანები არ არიან ხოლმე, მათ შორის ამერიკაშიც. ამიტომ, იმის თქმა, რომ პოპულარული ადამიანი ქართულ პოლიტიკაში შედეგიანი აღმოჩნდეს, მე მგონი ნაადრევი იქნება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საყვარელიძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თუ რა პოლიტიკურ გუნდს დაეყრდნობა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში და როგორ ესახება მას საპარლამენტო საარჩევნო ბრძოლა.
"მას ჯერჯერობით ამ მხრივ საყრდენი საქართველოში ამ დროისთვის მე მგონი არ აქვს. ეს ყველაფერი უნდა შეიქმნას. როდესაც ეს ყველაფერი შეიქმენა, რეალურ შანსებზეც შემდეგ შეიძლება ლაპარაკი", - აღნიშნა საყვარელიძემ.
„მე გადავწყვიტე შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში", - ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომელიც "ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
"ეს გახლავთ ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის განცხადებიდან, რომლის მთლიან ტექსტს გაეცნობით ორი დღის შემდეგ, 7 ოქტომბერს", - ნათქვაია განცხადებაში.