2012 წლიდან 2 წლის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჯანკლოდ მინიონი იქნება.
82 ხმით 39-ის წინააღმდეგ- ასეთი შედეგით დასულდა ევროსაბჭოში „სახალხო პარტიის" ფრაქციის სხდომა. ესტონელმა პოლიტიკოსმა ანდერს ჰერკელმა პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად საჭირო ხმები ვერ მოაგროვა.
ახლანდელი პრეზიდენტის მევლუდ ჩაუშოგლუს შემცვლელმა ფრანგმა მინიონმა აღნიშნა, რომ მისთვის საქართველოს თემა პრიორიტეტული იქნება. მინიონმა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე საუბრის დროს განცხადა, რომ ევროსაბჭოს ლექსიკონში უკვე დამკვიდრებული ტერმინი ოკუპაცია ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რაც საქართველოშია. ახალი პრეზიდენტი მოვალეობის შერულებას 2012 წლიდან დაიწყებს