სარემონტო სამუშაოების გამო სამგორის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
სარემონტო სამუშაოების გამო 4 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღიურად 10 საათიდან 17 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: საავიაციო ქარხნის დასახლების, მოსკოვის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.