უახლოეს პერიოდში, ვაშინგტონის ცენტრში ქართული ღვინის ბარი გაიხსნება. ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ყვარელში გააკეთა, სადაც რთველზე სასაუბროდ პრეზიდენს სოფლის მეურნეობის მინისტრი, კახეთის გუბერნატორი და რაიონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ჰყავდა მიწვეული.
"ჩვენ გვჭირდება ძალიან აქტიური კამპანია, ეხლა გამოვყავით ფული და ხელს შევუწყობთ, რომ აშშ-ს დედაქალაქის ცენტრში ღვინის ბარი გავხსნათ. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. გამოფენები უნდა გავაკეთოთ მთელს მსოფლიოში და ძალიან სერიოზულად უნდა ვიმუშავოთ ამაზე", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მას მისმა პოლონელმა მეგობრებმა აუწყეს, რომ ვარშავის რამდენიმე კარგ მაღაზიაში ქართული ღვინო უკვე იყიდება.
"მაგრამ უნდა იცოდე, უნდა მოძებნო, და ვაშინგტონში მუდმივი სარეკლამო კამპანიის ჩატარება საჭირო. ამას გარდა, სერიოზული კამპანია გვაქვს დასაწყები პოლონეთში. უკრაინაში უნდა გავარძელოთ - კარგად დავიწყეთ და უამრავი სხვა პატარა ბაზარი გამოჩნდება, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი გზა. მხოლოდ დღევანდელი გასაღებით ეს პრობლემა ვერ გადაწყდება. ჩვენს ღვინოს სჭირდება ძალიან სერიოზული რეკლამირება სახელმწიფოს მხრიდან და მარკეტინგის ჩატარება ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები