აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში რეგიონის რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯერებს შორის კიდევ ერთი საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა .
შეხვედრის ორგანიზატორი ტურიზმის დეპარტამენტი იყო, რომელსაც სურს გახდეს ერთგვარი მედიატორი, რათა აჭარაში შეიქმნას რესტორნებისა და სასტუმროების ასოციაცია. ასეთი ასოციაციის არსებობის აუცილებლობასა და მისი შექმნის პერსპექტივებზე ისაუბრა სპეციალურად მოწვეულმა გერმანელმა ექსპერტმა.
ჰანს ულრიხ ტროზინმა ასოციაციის გერმანული ანალოგის "DEHOGA"-ს პრეზენტაცია გამართა. კომპანია 1949 წლიდან ფუნქციონირებს და მასში ცნობილი ბრენდებია გაერთიანებული.
მსგავსი ტიპის ასოციაციის შექმნა ხელს შეუწყობს მომსახურების სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, პერსონალის გადამზადებას, სერვისის დახვეწასა და ობიექტებისთვის კლასიფიკაციის მინიჭებას.