ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციიის (ისმო) წევრი სახელმწიფოების 49-ე გენერალურ ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ისმო-ს რეგიონული ჯგუფის სხდომა, რომლის დღისწესრიგის მთავარი საკითხი იყო კოორდინატორის არჩევა. წევრმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს არჩევას რეგიონული ჯგუფის კოორდინატორად. ჟგუფი შედგება კავკასიის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისაგან, რომელშიც შედიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთის ფედერაცია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უკრაინა და უზბეკეთი.
საქართველო პირველად იქნა არჩეული ისმოს რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის სტატუსით.